მაშველებმა შავ ზღვაზე შტორმის დროს 23 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

სამაშველო კოშკურებზე წითელი ალმებია გამოფენილი, მაგრამ დამსვენებლები წყალში მაინც შედიან
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 12:00-დან 20:00-საათამდე, შავ ზღვაში 5-ბალიანი შტორმის დროს, 23 ადამიანის გადაარჩინეს, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სვანეთში მაშველებმა მწვერვალიდან უკრაინელი ტურისტი ჩამოიყვანეს

დღეს სამსახური აფრთხილებდა მოსახლეობის, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ფიქსირდება 5-ბალიანი შტორმი, ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. თუმცა დამსვენებლები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას აკრძალვას და წყალში მაინც შედიან.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 5 ივნისიდან 5 სექტემბერის ჩათვლით საქართველოს შავ ზღვასა და მდინარეებში 51 ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულებს შორის უმრავლესობა — 27 ადამიანი მდინარეებში დაიხრჩო, 10 – ზღვაში, ხოლო 14 – ტბაში.