სვანეთში მაშველებმა მწვერვალიდან უკრაინელი ტურისტი ჩამოიყვანეს

ამჟამად უკრაინელი ტურისტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მესტიაში, სოფელ ხალდესთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, მწვერვალიდან უკრაინის მოქალაქე ჩამოიყვანეს, ნათქვამია სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 35 წლის ქალბატონმა ლაშქრობისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ამჟამად მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნავენ უწყებაში.