მტკვარმა 50 წლამდე ქალის ცხედარი გამორიყა

როგორც შსს-ში აცხადებენ, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მდინარე მტკვარმა თბილისში 50 წლამდე ქალის ცხედარი გამორიყა.

როგორც „Sputnik-საქართველოს" შსს-ში განუცხადეს, ცხედარი დღეს, დილით „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელმა შენიშნა, რომელმაც  „112"-ს შეატყობინა.

მაშველებმა საზღვაო სეზონზე 316 ადამიანი გადაარჩინეს

გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.