დოლიძე: თავისუფლება ნების განხორციელება და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებაა

იურისტი ანა დოლიძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში თავისუფლებაზე საუბრობს.
Sputnik

„თავისუფლება არის პიროვნული ნების განხორციელება შედეგების პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. ხშირად თავისუფლება ესმით, როგორც მარტო პიროვნული ნების განხორციელება, მაგრამ ეს სინამდვილეში მარტო რეკლამაა“, – ამბობს ანა დოლიძე.

იურისტი მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ ის არის, როდესაც ადამიანი ქმედებას ახორციელებს და თავის თავზე იღებს მთელ პასუხისმგებლობას, რომელიც მის საქციელს მოსდევს.