თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მაშველებმა თბილისის ცენტრში მტკვრიდან 73 წლის ქალი ამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პენსიონერი ქალი მდინარეში უცნობი მიზეზების გამო გადახტა. საბედნიეროდ, მაშველები დროულად მივიდნენ.
ამჟამად ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.