საქართველო უეფას ერთა ლიგაში: პირველი გამარჯვება

Sputnik

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ასტანაში უეფას ერთა ლიგის პირველ მატჩში ყაზახეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 2:0

უეფას ერთა ლიგის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 9 სექტემბერს თბილისში ლატვიის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. თამაში "დინამო არენაზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

1 / 14
ხუთშაბათს, 6 სექტებმერბს, საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა. მატჩი "ასტანა არენაზე" გაიმართა. მთელი თამაშის განმავლობაში ყაზახი ფეხბურთელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ
2 / 14
ყაზახეთის გუნდმა ოთხჯერ შექმნა საგოლე მომენტი, თუმცა გატანა ვერ შეძლო
3 / 14
ყაზახმა ფეხბურთელებმა საკუთარ მოედანზე მაქსიმალური ქულების მოპოვების შანსი დაკარგეს
4 / 14
ქართული ნაკრების მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ვერ ხვდებოდა, თუ რატომ არ სრულდებოდა მისი აღსაზრდელების შეტევები გოლებით
5 / 14
პირველი ტაიმი კი ფრედ დამთავრდა
6 / 14
ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი თამაშის დროს ტაქტიკურ რჩევებს აძლევდა ყაზახ სპორტსმენებს
7 / 14
თუმცა არც ამან გაამართლა
8 / 14
69-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი გოლი გაიტანეს
9 / 14
გოლის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძეა
10 / 14
ხოლო ხუთი წუთის შემდეგ საკუთარ ანგარიშზე ავტოგოლი ჩაინიშნა ყაზახეთის გუნდის წევრმა სერგეი მალიმ
11 / 14
ყაზახეთის გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, მის მოთამაშეებს საბრძოლო განწყობა და თავდაჯერებულობა აკლდათ
12 / 14
მიუხედავად დამატებული დროისა და გუნდში ცვლილებებისა, ყაზახეთის გუნდმა ქართულ ნაკრებს გოლი ვერ გაუტანა
13 / 14
ყაზახ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუვდათ
14 / 14
სამაგიეროდ ქართველი ქომაგები დარჩნენ აღფრთოვანებულები საკუთარი ნაკრების გამარჯვებით. ქართული ნაკრები უეფას ერთა ლიგის შემდეგ მატჩს ლატვიის წინააღმდეგ თბილისში 9 სექტემბერს გამართავს