გლდანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ხანძრის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა და დაშავებულები არ არიან.
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, გლდანის მეხუთე მიკრორაიონის ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დამწვარია ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის ორი ოთახი.

უწყების ცნობით, ხანძრის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა და დაშავებულები არ არიან.

ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო მანქანა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სავარაუდოდ, ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.