ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში

Sputnik

კუნძულ ჰოკაიდოზე ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა სახლები და გზები, ასევე გამოიწვია მეწყერი. იხილეთ სტიქიური უბედურების შედეგების ამსახველი ფოტოები.

1 / 12
ჰოკაიდოზე 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
2 / 12
ამ ეტაპზე ცნობილია ორი დაღუპულისა და 125 დაშავებულის შესახებ. ფოტოზე - სახლები, რომლებიც მეწყერმა გაანადგურა
3 / 12
კუნძულზე დაზიანდა სახლებ იდა გზები, რამდენიმეგან ჩამოწვა მეწყერი. ფოტოზე - მაშველები მიწისძვრის ადგილზე მუშაობენ
4 / 12
ორი დღის წინ იაპონიას ძლიერი ტაიფუნი "ჯები" დაატყდა თავს, რომელსაც 11 ადამიანი ემსხვერპლა, 600-ზე მეტი კი დაშავდა
5 / 12
სამხედრო მოსამსახურეები მიწისძვრისა და ტაიფუნის შედეგად დაკარგულების ძებნაში მონაწილეობენ
6 / 12
ჰოკაიდო ფაქტიურად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა: მწყობრიდან გამოვიდა ყველაზე დიდი თბოელექტროსადგური "ტომატო-აცუმა", რომელიც თითქმის ნახევარ კუნძულს ამარაგებდი ელექტროენერგიით
7 / 12
მიწისძვრის შემდეგ უშუქოდ დარჩა 2,9 მილიონზე მეტი სახლი. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის დრო უცნობია
8 / 12
სამაშველო ოპერაციაში ჩართულები არიან თავდაცვის ძალები, პოლიცია, სახანძრო სამსახური და გამოიყენება 50 ვერტმფრენი
9 / 12
ჯამში სამაშველო ოპერაციებში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს
10 / 12
მიწისძვრის ეპიცენტრი იბურას რაიონში იყო 37 კილომეტრის სიღრმეში. კუნძული ჰოკაიდო ცნობილია ცხელი წყაროებითა და ვულკანებით
11 / 12
მიწისძვრის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 30 ადამიანი ითვლება. ფოტოზე - ხალხი, რომლებმაც ერთ-ერთი მაღაზია დატოვეს მიწისძვრის დროს
12 / 12
კუნძულ ჰოკაიდოზე იგეგმება მაშველთა რაოდენობის გაზრდა და სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისათვის დამატებითი ტექნიკის გამოყოფა