ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ბიუ-ბიუს“ მაღაზია დააყაჩაღეს

ამ დროისთვის უცნობია, რა ოდენობის თანხაა წაღებული.
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ბიუ-ბიუს“ მაღაზია დააყაჩაღეს, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.

არხის ინფორმაციით, მაღაზიაში ნიღბიანი და დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოლარე აიძულა, სალაროში არსებული თანხა მიეცა. 

ამ დროისთვის უცნობია, რა ოდენობის თანხაა წაღებული.

დეტალები ზუსტდება.