სროლა „დინამო არენასთან“ – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

თბილისში, „დინამო არენასთან“ 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს.
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. ცოტა ხნის წინ თბილისში, „დინამო არენასთან“ 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი გოგუაძეა, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. მომხდარის სხვა გარემოებები უცნობია.