„სარფის" საბაჟოს ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა – არიან დაშავებულები

დაზარალებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად საქართველოს ერთი და თურქეთის ორი მოქალაქე დაშავდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია მამაკაცი, რომელიც საბაჟოს ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოებს ატარებდა, და ხარაჩოსთან ახლოს მდგომი დედა-შვილი.

დაზარალებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის, მსუბუქი მოტეხილობა.

დაზარალებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.