ქართული სატელევიზიო ბადე შეიძლება პოლიტიკური რეკლამით შეივსოს

ოპოზიციონერ დეპუტატს არ მოსწონს, რომ პოლიტიკური რეკლამის ტრანსლაცია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ხდება.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური საპარლამენტო პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ტელევიზიით პოლიტიკური რეკლამის ნებისმიერ დროს ტრანსლირების ინიციატივით გამოდის.

„ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებას გთავაზობთ – პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესაძლებლობას არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში... ჩვენი გამოცდილების თანახმად, ოპოზიციურ პარტიებს თავიანთი პროგრამების პოპულარიზება არა მარტო არჩევნების პერიოდში სჭირდებათ", – განაცხადა ინაშვილმა გუშინ გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

დეპუტატმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესაბამისი ცვლილებები უკვე მოამზადა, კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და მას საკომიტეტო მოსმენებზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით 4 სექტემბერს გაიხსნა.

საქართველოში 29 აგვისტოს ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება.