კახა კალაძემ ახალდაბადებული შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ფოტომ დღე-ღამის განმავლობაში 40 ათასზე მეტი მოწონება და მილოცვის ათასობით კომენტარი დაიმსახურა
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერმა, წარსულში წარმატებულმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ახალდაბადებული შვილის - ნიკოლას პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

კალაძე და მისი მეუღლე, ყოფილი მოდელი ანუკი არეშიძე ამ დღეებში მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ. მედიის ინფორმაციით, ახალდაბადებული 3,3 კილოგრამს იწონის.

„ანუკი, ბიჭები და მე დიდ მადლობას გიხდით ყველას გულშემატკივრობისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის!!!! P.S. ჩემი გმირები- ანუკი და ნიკოლა თავს კარგად გრძნობენ", - დაწერა კალაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილ მოდელზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზეა დაქორწინებული. წყვილმა ერთმანეთი მილანში გაიცნო. მათ 2008 წელს იქორწინეს და ახლა უკვე ოთხი ვაჟი ჰყავთ. უფროსი შვილი, ლევანი 11 წლისაა, კახაბერი - 6 წლის, ვაჩე კი 4 წლისაა.