„ყოველდღე, ხშირად დღეში ორჯერაც გარკვეული მითის მსხვერპლთან გვიწევს ურთიერთობა. მაგალითად, სამზარეულოს წიგნში ვერსად ვერ შეხვდებით ინგრედიენტს, რომელსაც დამწვრობაზე პირველადი დახმარების სახით არ ხმარობდნენ და ყველა დარწმუნებულია, რომ ეს არის უებარი საშუალება – კარაქი, მაიონეზი, ზეთი. ყველას ხომ გვგონია, რომ საჭმელ ზეთზეა საუბარი? თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა პროფილაქტიკაში ხელოსანი დაიწვა და მანქანის ზეთი ჰქონდა გადასხმული“, – ამბობს გუგა ქაშიბაძე.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი იხსენებს კურიოზებს, თუ როგორ მიიყვანეს თავიდან ფეხებამდე შარდით გაწუწული ახალგაზრდა გოგო დამწვრობის ცენტრში, ან როგორ ჩაფლეს დამწვარი კაცი მიწასა და ნაკელში.