ესპანეთში სამი ქართველი 11 სახლის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

ეჭვმიტანილები ბინის კარში პლასტმასის მარკერებს ტოვებდნენ, რათა გაეგოთ, იმყოფებოდნენ თუ არა სახლში ბინის პატრონები.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ესპანელმა სამართალდამცელებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ქალაქ ბილბაოში 11-მდე საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ესპანურ მასმედიაზე დაყრდნობით.

ხუთმა ქართველმა იტალიელი მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა: დამნაშავეები დააკავეს

ესპანური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დაკავებულებმა ბილბაოსა და მის შემოგარენში აგვისტოს პირველ ნახევარში 11-მდე  საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ეჭვმიტანილები ბინის კარში პლასტმასის მარკერებს ტოვებდნენ იმის გასაგებად, იმყოფებოდნენ თუ არა სახლში ბინის პატრონები.

დაპატიმრებულები 39, 46 და 47 წლის მამაკაცები არიან.

დამნაშავეების დაკავების დროს პოლიციამ აღმოაჩინა ინსტრუმენტები, რომლებსაც ეჭვმიტანილები ბინებში შესაღწევად იყენებდნენ.