წყალს სვამ, ღვინო გგონია - ჯადოსნური ჭიქა მეცნიერებისგან: XXI საუკუნის მთავარი აღმოჩენა

სინგაპურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წყლის ღვინოდ გადაქცევის ბიბლიური სიუჟეტი გაიმეორეს. როგორც ჩანს, ეს 21-ე საუკუნის მთავარი აღმოჩენა იქნება. 
Sputnik

სინგაპურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წყლის ღვინოდ გადაქცევის ბიბლიური სიუჟეტი გაიმეორეს. როგორც ჩანს, ეს 21-ე საუკუნის მთავარი აღმოჩენა იქნება. 

საუბარია ტექნოლოგიურ ჭიქაზე, რომელსაც სახელად  Vocktail-ი უწოდეს და რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივ წყალს ნებისმიერი სასმლის გემო, სუნი და ფერიც კი მისცეს - თქვენი სურვილისა და გემოვნების მიხედვით. 

პრინციპი ასეთია: ასხამთ წყალს „ვოქთეილში“, შემდეგ კი სმარტფონში ჩატვირთული სპეციალური დანართის მეშვეობით ირჩევთ გნებავთ, ლიმონათის, გნებავთ, ალკოჰოლური სასმლის, გნებავთ, ხილის წვენის გემო-შეფერილობას. და სულ ესაა. მიირთვით გემრიელად!

მეცნიერები ამბობენ, რომ „ვოქთეილი“ განსაკუთრებით იმ ადამიანებს გამოადგებათ, ვინც სუფთა წყალს ტკბილ, გაზირებულ და მავნე სასმელებს არჩევს.