საქართველოში ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა დასახელდა

საქართველოს მოსახლეობა სახმელეთო საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილებას ირჩევს
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს სატრანსპორტო დარგები 2018 წლის პირველ 6 თვეში 167,2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 4,9 მილიონით აღემატება, იუწყება ტელეარხი Imedi ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით.

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი სამჯერ უფრო მეტ მგზავრს მოემსახურება >>

მგზავრებში განსაკუთრებული პოპულარობით საავტომობილო ტრანსპორტი სარგებლობს, რომელიც აღნიშნულ პერიოდში 163,8 მლნ მგზავრს მოემსახურა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 4,3 მლნ მგზავრით აღემატება.

რომელია ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი საქართველოში

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით მეორე პოზიციაზეა სამოქალაქო ავიაცია, რომელიც იანვარ-ივნისში 2,1 მლნ მგზავრს მოემსახურა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ავიაციის მომსახურებით 1,6 მლნ მგზავრმა ისარგებლა.

ბოლო ადგილზე საქართველოს რკინიგზა აღმოჩნდა. ექვს თვეში რკინიგზამ 1,3 მლნ მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0,1 მლნ მგზავრით აღემატება.