ატენის ხეობაში ძლიერი ხანძარია - იწვის ტყე

ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. შიდა ქართლში, ატენის ხეობაში მეხანძრე-მაშველები გაჩენილ ხანძარს აქრობენ, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ცეცხლის ორი კერა ტყის მასივში გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8 ჰექტრამდე ფართობი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და სათანადო ტექნიკა. ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახანძრო მანქანები, რომლებიც სამსახურმა ახლახან შეიძინა. ასევე ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება 7 ათტონიანი წყალმზიდი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხანძრის დროულად აღსაკვეთად, ასევე ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებასაც გეგმავს.