ფესტივალი Batumi Music Fest

Sputnik

რიგით მეექვსე Batumi Music Fest-ში მონაწილეობას იღებენ მუსიკის ამომავალი ვარსკვლავები და ცნობილი შემსრულებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობს ფესტივალი.

ფესტივალი 12 სექტემბრამდე გასტანს. პროგრამაში შედის ბეთჰოვენის, რახმანინოვის, დვორჟაკის, მოცარტისა და სხვა კომპოზიტორების უკვდავი შედევრები.

ცნობილი ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება იუნესკოს პატრონაჟით. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია.

წელს ფესტივალის მონაწილეები არიან მუსიკოსები საქართველოდან, ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და ავსტრიიდან. მათ შორის არიან ფრანგი პიანისტი ლიზა დე ლა სალი, ბერძენი დირიჟორი მირონ მიხაილიდი, ავსტრიელი პიანისტი ვიქტორია ჰირშუბერი, ირლანდიელი პიანისტი ბარი დუგლასი და სხვა ცნობილი შემსრულებლები.

1 / 12
ბათუმში რიგით მეექვსე მუსიკალური ფესტივალი Batumi Music Fest მიმდინარეობს
2 / 12
ეს მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება 12 სექტემბრამდე გაგრძელდება
3 / 12
ფესტივალის პროგრამაშია ბეთჰოვენის, რახმანინოვის, დვორჟაკის, მოცარტისა და სხვა კომპოზიტორების უკვდავი შედევრები
4 / 12
ცნობილი ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება იუნესკოს პატრონაჟით
5 / 12
წელს ფესტივალის მონაწილეები არიან მუსიკოსები საქართველოდან, ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და ავსტრიიდან
6 / 12
მათ შორის არიან ფრანგი პიანისტი ლიზა დე ლა სალი, ბერძენი დირიჟორი მირონ მიხაილიდი, ავსტრიელი პიანისტი ვიქტორია ჰირშუბერი, ირლანდიელი პიანისტი ბარი დუგლასი
7 / 12
საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია
8 / 12
Batumi Music Fest ნამდვილი საჩუქარია კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის
9 / 12
ბათუმის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი დავით მუქერიას თქმით, ფესტივალის სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ
10 / 12
Batumi Music Fest-ზე ცნობილი მუსიკოსების გარდა, ტრადიციულად წარსდგნენ მუსიკის ამომავალი ვარსკვლავებიც
11 / 12
იუნესკოს პატრონაჟით ფესტივალი უკვე მეორედ იმართება, რაც ამ კულტურული ღონისძიების საერთაშორისო აღიარებასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს
12 / 12
ფესტივალის გახსნაზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მსმენელის წინაშე წარსდგა მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად