როკ-ჯგუფი კიევიდან Stoned Jesus თბილისში კონცერტს გამართავს

მაყურებელს უკრაინელი როკერების შთამბეჭდავი გამოსვლა ელოდება
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი როკ-ჯგუფი კიევიდან Stoned Jesus საქართველოში პირველად 6 ოქტომბერს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში წარდგება, რომელიც ახალი ალბომ Pilgrims-ის მხარდასაჭერად იმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

კონცერტი შედგება RedRum Festival-ის ფარგლებში, რომელზეც კიევურ  ჯგუფთან ერთად წარდგებიან ქართველი მუსიკოსები — ჯგუფები Infadus, Deteral, „პანიკა", Vodka Vtraiom და სხვ.

ჯგუფი „ბი-2“ თბილისში კონცერტს გამართავს >>

Stoned Jesus-ის კონცერტი კლუბ  Elektrowerk-ში 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება ვებგვერდზე biletebi.ge.

ჯგუფ ДДТ-ს კონცერტი გაუქმებულია

როკ-ტრიო Stoned Jesus 2009 წელს ვოკალისტმა და გიტარისტმა იგორ სიდორენკომ შექმნა. Stoned Jesus პირველი უკრაინული როკ-ჯგუფია, რომელიც გასტროლებით სამხრეთ ამერიკაში იმყოფებოდა. 2016 წელს კოლექტივი უდიდეს როკ-ფესტივალ Hellfest-ზე წარდგა.

2018 წელს Stoned Jesus-ის „მეტალისტებმა“ კონტრაქტი მსხვილ ავსტრიულ ლეიბლ Napalm Records-თან გააფორმეს. მუსიკოსების მეოთხე ალბომი Pilgrims აერთიანებს სტილს „გრუვი“ ნოიზ-როკის ელემენტებთან და სხვა პროგრესულ მიმდინარეობებთან.

RedRum FESTIVAL – შვედური კომპანია TerrorCrew Promotions-ის და ქართული Locomotive Promotion-ის ერთობლივი პროექტია. ფესტივალი წარმოადგენს როკ-კონცერტების სერიას ქართველი და უცხოელი არტისტებისა და მუსიკოსების მონაწილეობით. პროექტის მიზანია — საერთაშორისო არენაზე ქართველი შემსრულებლების პოპულარიზაცია.