კახა კალაძე მეოთხე შვილის მამა გახდა

გავრცელებული ინფორმაციით, ანუკი არეშიძემ პარიზში იმშრობიარა. მშობლებმა პატარას ნიკოლა დაარქვეს.
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერს კახა კალაძესა და მის მეუღლეს, მოდელ ანუკი არეშიძეს მეოთხე ვაჟი შეეძინათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ანუკიმ პარიზში იმშრობიარა. მშობლებმა პატარას, რომელიც  დაახლოებით 3,3 კილოგრამს იწონის, ნიკოლა დაარქვეს. 

ვულოცავ კახა კალაძეს და ანუკი არეშიძეს პატარა ნიკოლას დაბადებას! ბედნიერი ბიჭი გაიზარდოს", - დაწერა Facebook-გვერდზე ქალაქის მერის პრეს-სამსახურის უფროსმა მანანა თოქმაჯიშვილმა.

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილ მოდელზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზეა დაქორწინებული. წყვილმა ერთმანეთი მილანში გაიცნო. მათ 2008 წელს იქორწინეს და ახლა უკვე ოთხი ვაჟი ჰყავთ. უფროსი შვილი, ლევანი 11 წლისაა, კახაბერი - 6 წლის, ვაჩე კი 4 წლისაა.