ბრაზილია ისტორიის გარეშე: ხანძარმა მუზეუმი მთლიანად გაანადგურა

Sputnik

რიო-დე-ჟანეიროში ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი დაიწვა. იხილეთ ფოტოკადრები, თუ როგორ ცდილობდნენ მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ქვეყნის უძველეს მუზეუმში.

1 / 12
ძლიერი ხანძარი გაჩნდა შენობაში, სადაც 20 მილიონზე მეტი ძვირფასი ექსპონატი ინახებოდა
2 / 12
მეხანძრეები ცდილობდნენ ხანძრის ლიკვიდაციას, თუმცა ის ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა
3 / 12
ბრაზილიური გაზეთი Globo-ს მონაცემებით, მუზეუმი ექსპოზიცია პრაქტიკულად განადგურებულია
4 / 12
2018 წელს მუზეუმმა 200 წლის იუბილე აღნიშნა. ოდესღაც ეს შენობა პორტუგალიის სამეფო ოჯახის რეზიდენცია იყო
5 / 12
ხანძრის გაჩენის მიზეზები დგინდება
6 / 12
მუზეუმის თანამშრომლებმა არაერთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება დაფინანსების შემცირებასთან და შენობის სიძველესთან დაკავშირებით
7 / 12
ბრაზილიის პრეზიდენტმა მიშელ ტემერმა Twitter-ში დაწერა, რომ მუზეუმის შენობის დაწვა ყველა ბრაზილიელისათვის მძიმე იყო
8 / 12
"ჩვენი ისტორიის მნიშვნელობა შეუძლებელია შეფასდეს შენობისათვის მიყენებული ზარალით. დაკარგულია 200 წლის ნაშრომები, კვლევები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია
9 / 12
მუზეუმში გამოფენილი იყო ათასობით ექსპონატი, რომლებიც ბრაზილიისა და სხვა ქვეყნების ისტორიას ყვებოდა, მათ შორის ძველეგვიპტური კულტურის სხვადასხვა ნივთები
10 / 12
BBC-ის კორესპონდენტმა სამხრეთ ამერიკაში, ხანძრის დროს განაცხადა, რომ მომხდარი ასახავს საერთო კრიზისს, რომელმაც ქალაქი და ქვეყანა მოიცვა
11 / 12
ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი 1818 წელს პორტუგალიის მეფე ხუან VI-მ დააარსა. აქ ინახებოდა უნიკალური აღმოჩენები - მაგალითად, დინოზავრების ძვლები და პრეისტორიული ხანის ქალის ჩონჩხი, რომელიც 12 ათასწლეულს ითვლიდა
12 / 12
მუზეუმში ასევე წარმოდგენილი იყო ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველების, მუმიების, ინდური ჭურჭლისა და ფოსილური ნარჩენების კოლექციები