გორში არასრულწლოვანის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს

ბრალდებულს მობილური ტელეფონის გატაცებისთვის 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 32 წლის მამაკაცი ძარცვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში დანაშაულის სტატისტიკა მძიმდება

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში 17 წლის მოზარდს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.