თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ფოთში, ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 60 წლის ქალი მოხუც დედას ფიზიკურად გაუსწორდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი.
ინციდენტი გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რა დროსაც საკუთარ დედას ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის განცხადებით, შვილმა მას ყავარჯენი წაართვა და ზურგის არეში რამდეჯერმე ჩაარტყა. დაზარალებულმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა, რის შემდეგაც მათ პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შვილი ამ დროისთვის დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით („ოჯახში ძალადობა“) მიმდინარეობს.