ნიკოლოზ ბასილაშვილმა „დიდი სლემის“ მერვედფინალი ნადალთან წააგო

მატჩი 3 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (37-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგში) თავის კარიერაში პირველად ნიუ-იორკში „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის მერვედფინალში АТР-ს მსოფლიო რეიტინგის ლიდერს და US Open-ის მოქმედ გამარჯვებულთან — ესპანელ რაფაელ ნადალთან ანგარიშით 6:3, 6:3, 6:7, 6:4 წააგო. 

მატჩი, რომელიც ურთულესი დაპირისპირებით წარიმართა, 3 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

შურისძიება მცხეთურად, ბასილაშვილი ნადალის წინააღმდეგ და სანაკრებო ბატალიების მოლოდინში

ტურნირის მეოთხედფინალში გასვლაზე ბასილაშვილი АТР-ს მსოფლიო რეიტინგის ლიდერს და US Open-ის მოქმედ გამარჯვებულს — ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც ოთხსეტიან მატჩში რუს კარენ ხაჩანოვს (26) ანგარიშით 5:7, 7:5, 7:6, 7:6 მოუგო.

ბასილაშვილი და ნადალი ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. ეს 2017 წელს „როლან გაროსის“ მესამე წრეში მოხდა, როდესაც ესპანელმა სამ სეტში გაიმარჯვა — 6:0, 6:1, 6:0.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი გახდა მეორე ჩოგბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის მერვედფინალში მოხვედრა შეძლო. 2006 წელს ამ სტადიამდე, მხოლოდ „უიმბლდონზე“ ირაკლი ლაბაძემ მიაღწია. 12 წლის წინ ქართველი ჩოგბურთელი ვერ მოხვდა მეოთხედფინალში ჯერ კიდევ 20 წლის ნადალის წყალობით, რომელმაც სამ სეტში გაიმარჯვა — 6:3, 7:6, 6:3.

US Open 9 სექტემბრამდე გაგრძელდება, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 25 მილიონ 300 ათას აშშ დოლარს შეადგენს.