შეხვედრები მინსკში: კახა კალაძე ბელარუს მეწარმეებს ხვდება

კახა კალაძე 1-2 სექტემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ესწრება საქართველოს კულტურის დღეებს, რომლებიც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მინსკში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ელექტრონული ტრანსპორტის მწარმოებელ კომპანია Белкоммунмаш-ს ესტუმრა, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კახა კალაძე 1-2 სექტემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ესწრება საქართველოს კულტურის დღეებს, რომლებიც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება.

საქართველოსა და ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაცვლითი პროგრამა ამოქმედდა

კახა კალაძეს მასპინძლობა ჰოლდინგ Белкоммунмаш-ის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ კოროლმა გაუწია.

„თბილისის მერმა ბელარუს კოლეგასთან ერთად, ბელარუსული კომპანიის მიერ წარმოებული საქალაქო ელექტროტრანსპორტი დაათვალიერა. ასევე, Белкоммунмаш-ის ტერიტორიაზე კომპანია МАЗ-ის მიერ წარმოებული ავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა“, — ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ილია ელოშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია იმყოფებოდნენ.

„ვფიქრობ, თბილისისთვის, დედაქალაქის ხელმძღვანელობისთვის საინტერესოა ის გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით მინსკს გააჩნია“, — განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

კახა კალაძე მინსკში საზოგადოებრივი ელექტრონული ტრანსპორტის მწარმოებელ კომპანიას ესტუმრა

გუშინ კახა კალაძემ მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

ქართული დღეები მინსკში პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ფილმების ჩვენება და ბელარუსში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ლეონიდ დანელიას გამოფენა.