ტურისტის გადასარჩენად თუშეთში ვერტმფრენი გამოიძახეს

ვერტმფრენმა დაშავებული ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სოფელ ომალოში ტურისტი ქალი ცხენიდან გადმოვარდა და თავის მძიმე ტრავმა მიიღო, იუწყება პირველი არხი.

33 წლის მაია გულეურის გადასარჩენად გამოიძახეს ვერტმფრენი, რომელმაც ის  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მაშველებმა ურეკში რუსი ტურისტები დახრჩობას გადაარჩინეს

მაია გულეური საქართველოს მოქალაქეა, თუმცა დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს და თუშეთში დასასვენებლად იმყოფებოდა.

„შემთხვევა დღეს მოხდა. ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ მან გონება დაკარგა. ოპერატიულად იქნა ვერტმფრენი გამოძახებული და მისი გადაყვანა უკვე მოხერხდა სამედიცინო დაწესებულებაში“,- აღნიშნა თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ.