ზურა ყიფშიძე: თქვენი შვილი ნახევარი საათით გამატანეთ და მერე ის გეტყვით ...

სატელევიზიო სტუდია „13“-ის გადაცემაში ზურა ყიფშიძე იხსენებს ბავშვობას, ამბობს, რომ უმამოდ გაიზარდა, ქალების გარემოცვაში.
Sputnik

„პლეხანოვზე გავიზარდე და მახსოვს, რომ გორკის პარკში შესვლა ყოველთვის მეშინოდა“- ამბობს ზურა ყიფშიძე.

ზურა ყიფშიძე-მსახიობი, მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: "როცა აყვავდა ნუში", "სურამის ციხე", "ბრავო, ალბერ ლოლიშ!", "ნეილონის ნაძვის ხე", "დონ კიხოტი", "მარტოხელა მონადირე", "წუთისოფელი", "ამბავი სურამის ციხისა" და სხვ. აგრეთვე სპექტაკლებში: "შუშანიკის წამება", "ჩვენი პატარა ქალაქი", "მამა", "ზაფხულის ღამის სიზმარი" და სხვ. მიღებული აქვს რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი "Ника"-მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის და რუსთავის თეატრალური ფესტივალის გრან-პრი.