„მოიზიდე და გაანადგურე“ - სექტემბრიდან ფაროსანასთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება

სოფლებში ფერომონების დამონტაჟება გრძელდება და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში 50 ათასი ფერომონია გადანაწილებული.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობას ატარებენ, იუწყება ტელეკომპანია იმედი.

სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონების რამდენიმე სოფელში მწერის მოსაზიდი ფერომონები, ე.წ „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული. სწორედ ამ სოფლებში მიმდინარეობს  წამლობა ცივი შესხურების მეთოდით.

„ხობის, მარტვილის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს შეუძლიათ, საკუთარი თვალით იხილონ ის შედეგი, რაც წამლობიდან ერთ საათში დადგა. ფერომონზე მოზიდული მავნებელი სრულად არის განადგურებული“, — აცხადებენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები.

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ: ბოლო ცნობები

სოფლებში ფერომონების დამონტაჟება გრძელდება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში 50 ათასი ფერომონია გადანაწილებული.

როგორც ცნობილია, ფერომონი იზიდავს მავნებელს, რაც მნიშვნლოვნად და  ზუსტად განისაზღვრავს ბრძოლის ღონისძიებების არეალს და მაქსიმალურად ამცირებს მავნებლის რიცხოვნობას.

სექტემბრის პირველი კვირიდან დაიწყება თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.