ქართველმა ჩოგბურთელმა US Open-ის ისტორია გადაწერა

ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა მეორე ჩოგბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის მერვედფინალში მოხვედრა შეძლო
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის (37-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგში) თავის კარიერაში პირველად ნიუ-იორკში „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს.

US Open-ის მესამე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხ სეტში მოუგო არგენტინელ გვიდო პელიას (66) — – 6:3, 6:4, 1:6, 7:6. შეხვედრა 2 საათსა და 45 წუთსა გაგრძელდა.

მატჩის პირველი ორი პარტია ბასილაშვილმა იმდენად დამაჯერებლად ჩაატარა, რომ მეტოქეს თითქმის არცერთი შანსი არ დაუტოვა. ქართველმა აჯობა არგენტინელს თითქმის ყველა კომპონენტში და, რაც მთავარია, პელიას ჩაწოდება სამჯერ აიღო, თავისი კი მხოლოდ ერთხელ დათმო.

მესამე სეტში ბასილაშვილმა აშკარად დასვენება გადაწყვიტა და წინააღმდეგობის გარეშე 1:6 დათმო და ამით გადამწყვეტი პარტიისთვის ძალები დაზოგა.

მეოთხე სეტი თანაბარი ბრძოლით წარიმართა — თითოეულმა ჩოგბურთელმა მეტოქის ჩაწოდება აიღო და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც იღბალი ბასილაშვილის მხარეს აღმოჩნდა — 7:4.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია >>

მერვედფინალში გასვლამ ბასილაშვილს 180 სარეიტინგო ქულა მოუტანა, რაც АТР-ს განახლებულ რეიტინგში მის პოზიციებს გააუმჯობესებს. რეიტინგი 10 სექტემბერს გამოქვეყნდება. გარდა ამისა, US Open-ზე წარმატებული გამოსვლის შედეგად ბასილაშვილმა უკვე 265 ათას დოლარზე მეტი თანხა გამოიმუშავა.

ტურნირის მეოთხედფინალში გასვლაზე ბასილაშვილი АТР-ს მსოფლიო რეიტინგის ლიდერს და US Open-ის მოქმედ გამარჯვებულს — ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც ოთხსეტიან მატჩში რუს კარენ ხაჩანოვს (26) ანგარიშით 5:7, 7:5, 7:6, 7:6 მოუგო.

Николоз Басилашвили и Рафаэль Надаль

ბასილაშვილი და ნადალი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. ეს 2017 წელს „როლან გაროსის“ მესამე წრეში მოხდა, როდესაც ესპანელმა სამ სეტში გაიმარჯვა — 6:0, 6:1, 6:0.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი გახდა მეორე ჩოგბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის მერვედფინალში მოხვედრა შეძლო. 2006 წელს ამ სტადიამდე, მხოლოდ „უიმბლდონზე“ ირაკლი ლაბაძემ მიაღწია. 12 წლის წინ ქართველი ჩოგბურთელი ვერ მოხვდა მეოთხედფინალში ჯერ კიდევ 20 წლის ნადალის წყალობით, რომელმაც სამ სეტში გაიმარჯვა — 6:3, 7:6, 6:3.

US Open 9 სექტემბრამდე გაგრძელდება, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 25 მილიონ 300 ათას აშშ დოლარს შეადგენს.