სოჭის აეროპორტში Boeing-ს ცეცხლი გაუჩნდა: დაიღუპა ერთი ადამიანი

ავიაკატასტროფის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ქალაქ სოჭის აეროპორტში Boeing-737 ტიპის თვითმფრინავს მოსკოვი-სოჭის რეისის შესრულების დროს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება РИА Новости.

შაბათ ღამეს სოჭის აეროპორტში Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-სოჭის რეისს ასრულებდა, ავარიული დაშვებისას ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის საზღვრებს გაცდა და მდინარის ხეობაში აღმოჩნდა. შედეგად თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკომპანია Utair-ის მონაცემებით, ბორტზე 164 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის მსხვერპლი არ არის. ინციდენტის შედეგად ოპერატიული სამუშაოების ჩატარების დროს დაიღუპა აეროპორტის ერთი თანამშრომელი. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ადგილზე იმყოფება რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი ევგენი დიტრიხი. მისი თქმით, თვითმფრინავის მგზავრები გადაიყვანეს სასტუმროში. ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს შვიდი დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვია. დანარჩენ დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მგზავრებს, რომლებმაც უკან დასაბრუნებელი ბილეთების დაბრუნება გადაწყვიტეს, მათ მიერ არჩეულ დღეს მატარებლით გამგზავრების შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნა დიტრიხმა.