ჩეხეთში LEGO-სგან Bugatti ააწყვეს, რომელსაც სიარული შეუძლია

Sputnik

კომპანია LEGO-მ რეალური ზომის ჰიპერკარის Bugatti Chiron-ის ასლი ააწყო, რომელშიც მძღოლს შეუძლია ჩაჯდეს და მართოს ის.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ასლის შექმნის იდეა ერთ-ერთ დიზაინერს მოუვიდა მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა Bugatti-ს 1:8 მასშტაბის მოდელის აწყობა დაასრულა.