მსოფლიო სააგენტოების ობიექტივში: კვირის საუკეთესო ფოტოები

Sputnik

Sputnik-ის ფოტოკადრეჰში იხილავთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში გადაღებულ საუკეთესო სურათებს საერთაშორისო ფოტოსააგენტოებისგან.

1 / 15
პალესტინელი დემონსტრანტები ქვებს ესვრიან ისრაელის ჯარებს ღაზას სექტორზე გამართული საპროტესტო აქციის დროს
2 / 15
ტრადიციული ნადირობა სახელწოდებით "გრინდადაპი" ყოველ წელს ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით იმართება ავტონომიური არქიპელაგის წყლებში, რომელიც დანიის სამეფოს ჩრდილოეთ ნაწილში, ატლანტიკის ოკეანეში მდებარეობს. მეთევზეები პატარა ნავებს აწყობენ ზვიგენების და დელფინების ჯგუფებთან მისაახლოვებლად. კაუჭების, თოკებისა და დანების მეშვეობით მონადირეები წყლის ბინადრებს ხმელეთთან მიახლოებას აიძულებენ. ფარერის კუნძულებზე ყოველწლიურად დაახლოებით 1000 ზვიგენს და დელფინს კლავენ. ამ ყველაფრის ნებრთვას კი ადგილობრივი ხელისუფლება იძლევა, რადგან 48 ათასმა მოსახლემ საკვების დიდი მარაგი იქონიოს. ბოსტნეულისა და ხილის კულტივირება აქ ფაქტიურად შეუძლებელია, ამიტომ წყლის ბინადრებზე ნადირობა აქ X საუკუნიდან განვითარებულია
3 / 15
ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე დამანგრეველ მიწისძვრებს 555 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 1500 დაშავდა. ტურისტებში პოპულარულ კუნძულ ლომბოკს, რომელიც ბალისთან ახლოს მდებარეობს, 29 ივლისაა და 5 აგვისტოს ძლიერმა მიწისძვრებმა შეუტია. ამის შემდეგ, 19 აგვისტოს მოხდა 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის აფთერშოკები. კუნძულიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი, ბევრ მათგანს სახლში დაბრუნების ეშინია
4 / 15
ქაბულზე ყურბან-ბაირამის დროს სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ერთი რაკეტა ავღანეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან აფეთქდა, მეორე - ნატოს ბაზასთან და აშშ-ის საელჩოსთან ახლოს
5 / 15
ბერლინთან ახლოს ხანძარია, რომლის ფართობიც 400 ჰექტარს შეადგენს. ხანძრის ლიკვიდაციაში ასობით მეხანძრე მონაწილეობს, თუმცა მათი მუშაობა გართულებულია, ვინაიდან ბერლინის ტყეებში მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილია ნაღმები. ხანძრის დროს რამდენიმე აფეთქება უკვე დაფიქსირდა
6 / 15
ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ტაიფუნი "რუმბია" დაატყდა თავს. ქარის სიმძლავრემ 10 ბალს მიაღწია
7 / 15
კამჩატკის სანაპიროზე შტორმმა ბეწვით დაფარული არსების სხეული გამორიყა. უცნაური არსების ფოტო და ვიდეო საკუთარ Facebook გვერდზე გააზიარა პეტროპავლოვსკ-კამჩატკის მკვიდრმა სვეტლანა დიადენკომ
8 / 15
მუსლიმები ლოცულობენ ყურბან-ბაირამის დროს დელიში, ინდოეთი
9 / 15
იაპონიის თავდაცვის სახმელეთო ტანკები, ბრონირებული მანქანები და ვერტმფრენები მონაწილეობენ ყოველწლიურ ვარჯიშებში ფუძის მთის მახლობლად, იაპონია
10 / 15
დაახლოებით 90 ოჯახი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეიდან, 60 წლის განმავლობაში პირველად 20 აგვისტოს შეხვდნენ ერთმანეთს. 1950-1953 წლების ომმა ერთმანეთს ათობით ათასი ოჯახი დააშორა
11 / 15
განელი და გვინეელი ლტოლვილები საკვებს ეძებენ ნაგავსაყრელზე მაროკოში
12 / 15
ნიღბიან დემონსტრანტს სახელმწიფო დროშა უჭირავს ნიკარაგუის პრეზიდენტ დანიელ ორტეგას წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მანაგუაში
13 / 15
ჰაიტის მოსახლეობა აპროტესტებს ვენესუელური ფონდის PetroCaribe ფინანსების მითვისებას
14 / 15
ბიჭი კბეჩს ხარის გულს ინიციაციის ცერემონიის დროს ქალაქ ბისილის მახლობლად, კენია
15 / 15
ფეიერვერკები მდინარე დუნაიზე წმინდა სტეფანის დღეს, ბუდაპეშტი