ქართველი პოეტის ლექსი იტალიის უძველესი ქალაქის კედელს დაამშვენებს

კერამიკულ ფილაზე ამიტვიფრული დავით მაღრაძის ლექსი ცნობილი იტალიელი მწერლების გვერდით განთავსდა.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. იტალიის ისტორიული ქალაქის როკა–იმპერიალეს კედელზე ცნობილი ქართველი პოეტის, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ავტორის დავით მაღრაძის ლექსი კერამიკულ ფილაზე ამოტვიფრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

„ცოცხალი წიგნები“: ქართულად ნათარგმნი ბოდლერის პოეზია

მაღრაძის ლექსი „ნატას და ელენეს“ ცნობილი იტალიელი მწერლების ანალოგიური ფილების გვერდით განთავსდა.

აღსანიშნავია, რომ დავით მაღრაძემ წელს იტალიური სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენიც მიიღო, რომელიც ენიჭებათ უცხოეთში მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს და ასევე უცხოეთის მოქალაქეებს იტალიასა და სხვა ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ჯილდო ქართველ პოეტს საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკომ გადასცა.