თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევას, რომელიც დღეს მოხდა, წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ამ დროისთვის დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით („საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა“) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით („ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“).