30 აგვისტო მსოფლიოს მეხსიერებაში – ფოტომატიანე

Sputnik

რით დაამახსოვრდა კაცობრიობას 30 აგვისტო, რა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები მოხდა ამ დღეს — იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომატიანე.

1 / 13
1835 წელს ავსტრალიაში დაარსდა ქალაქი მელბურნი
2 / 13
1836 წელს ავგუსტუს ჩაპმან ალენმა და ჯონ კირბი ალენმა ქალაქი ჰიუსტონი დააარსეს
3 / 13
1862 წელი, ამერიკის სამოქალაქო ომი - იუნიონის ძალები დამარცხდნენ ბულ რანის მეორე ბრძოლაში
4 / 13
1873 წელს ავსტრიელმა მკვლევარებმა იულიუს პაიერმა და კარლ ვაიპრეხტმა აღმოაჩინეს ფრანც-იოსების მიწა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში
5 / 13
1914 წელს გერმანულმა თვითმფრინავმა პარიზში ჩამოაგდო ბომბი, რის შედეგადათ დაიღუპა ერთი ქალი. ეს იყო დასახლებულ პუნქტზე პირველი საჰაერო იერიში
6 / 13
1941 წელი, მეორე მსოფლიო ომი — ლენინგრადის ბლოკადა დაიწყო
7 / 13
1945 წელს ჰონკონგი ბრიტანელებმა იაპონელებისგან გაათავისფულეს
8 / 13
1990 წელს თათრეთმა რუსეთის ფედერაციისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა
9 / 13
2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა კაცობრიობის ისტორიაში პირველმა გადაცურა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრული კოლხური — უძველესი ქართული სამხედრო-საწვრთნელი ყაიდა) დარდანელის სრუტე, 12 კმ. 3 საათსა და 15 წუთში დაფარა, რითაც სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს
10 / 13
2009 წელს იაპონიის დემოკრატიული პარტია, იუკიო ჰატოიამას ხელმძღვანელობით, მანდატების უმრავლესობას იღებს წარმომადგენელთა პალატაში, რითაც სრულდება იაპონიაში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის პერიოდი
11 / 13
2010 წელს პირველად 1600 წლის შემდეგ, ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა, რამაც 18 000 მაცხოვრებელი აიძულა გახიზნულიყო
12 / 13
2010 წელი, ბრატისლავაში მოხმდარმა მასობრივმა დაცხრილვამ რვა ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის თავდამსხმელიც
13 / 13
2015 წელს ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალ მაკ-კინლის, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით დენალი ეწოდა