„შაქრიანი დიაბეტი არაინფექციურ დაავადებათა შორის საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. ის მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის თითოეულ უჯრედზე“, — აღნიშნა ქეთევან მიქაძემ.
სპეციალისტის განმარტებით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ ეს ფაქტი კიდევ მეტად აჩვენებს დაავადების სერიოზულობას და მკურნალობაში ორგანიზაციების ჩართულობის საჭიროებას.