თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. ფრანგულმა ტელეარხმა France 3 Normandie გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ფრანგი და ბრიტანელი მეთევზეების დაპირისპირებას ასახავს ლა-მანშზე თევზის სარეწი საზღვრების გამო.
კადრებში ჩანს, როგორ შემოარტყეს ბრიტანულ თევზსაჭერებს ალყა ფრანგულმა სეინერებმა, როგორ დაუშინეს ნორმანდიელმა მეთევზეებმა ბრიტანელებს ქვები და კვამლის ბომბები, ბოლოს კი ტარანზეც წავიდნენ.
საბოლოოდ, ბრიტანელმა მეთევზეებმა სადავო ტერიტორია დატოვეს.