მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, ანუ მარიამობა ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული დღესასწაულია
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მოსახლეობას მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. 

გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.

„დღეს ქრისტიანული სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს — მარიამობას აღნიშნავს. მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული და გისურვოთ მშვიდობა და საქართველოს გაძლიერება. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ღმერთი ფარავდეს საქართველოს! გილოცავთ მარიამობას!“ — წერს მთავრობის მეთაური საკუთარ Facebook-გვერდზე.

მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, ანუ მარიამობა ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული დღესასწაულია.