ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ჰიტები გაჟღერდება

გერმანიაში კონცერტზე 200-მდე ქართველი მუსიკოსი გამოვა.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ფრანკფურტის ძველი ოპერის (Alte Oper) დიდ სცენაზე საქართველოდან დაახლოებით 200 მუსიკოსი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ფესტივალზე "აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი" 14 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ

კონცერტი 13 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართება, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული.

კონცერტში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ქართველი მუსიკოსი, გორის ქალთა კამერული გუნდი თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით და ასევე საპატრიარქოს გუნდი.

პოპულარული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი შეასრულებს კომპოზიტორ გია ყანჩელის ნაწარმოებს Styx.

ძველი ოპერის სცენაზე გაჟღერდება ცნობილი ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოები „ვერცხლის მზე“. ასევე შესრულდება კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის „ცეკვა–ფანტაზია“, ალექსი მაჭავარიანის ბალეტ „ოტელოდან“ სიუიტა და სხვა კომპოზიციები.