ლონდონში ნოტინგ-ჰილის კარნავალზე ასობით ადამიანია დაკავებული

აღსანიშნავია, რომ წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს ნოტინგ-ჰილის კარნავალზე უსაფრთხოებას პოლიციელთა რეკორდული რაოდენობა იცავს.
Sputnik

თბილისი,  28 აგვისტო  — Sputnik. ლონდონის ნოტინგ-ჰილის რაიონში მიმდინარე ყოველწლიურ კარნავალზე პოლიციამ კვირა-ორშაბათ ღამით 395 ადამიანი დააკავა, იუწყება გამოცემა Guardian

სკოტლენდ-იარდის მონაცემებით, კარნავალზე მომხდარი სერიოზული ინციდენტებისას მხოლოდ ამ უქმეებზე 30 პოლიციელი დაიჭრა. 

აღსანიშნავია, რომ წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს ნოტინგ-ჰილის კარნავალზე უსაფრთხოებას პოლიციელთა რეკორდული რაოდენობა იცავს. რაიონის ქუჩებში 7 ათასი სამართალდამცველი მორიგეობს. 

ნოტინგ-ჰილში კარნავალი ყოველი წლის აგვისტოს ბოლოს ტარდება. ტრადიციას საფუძველი 1966 წელს ჩაუყარეს კარიბის რეგიონიდან ლონდონის დასავლეთ ნაწილში დასახლებულმა ადამიანებმა, რომლებიც არიან კიდეც დღესასწაულის მთავარი მონაწილეები. 

2017 წელს ფესტივალზე, რომელსაც 1 მლნ-ზე მეტი კაცი ესტუმრა, 313 ადამიანი დააკავეს, თუმცა მანამდე ჩატარებული პრევენციული ღონისძიებებისას პოლიციამ 656 მოქალაქე დააპატიმრა.