ზურაბ პატარაძე დიპლომატიურ სამსახურს დაუბრუნდა

ზურაბ პატარაძე საქართველოს დიპლოამტიურ სამსახურებში თურქეთში, საბერძნეთსა და ყაზახეთში მუშაობდა
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს აგვისტოს ბოლოს ესტუმრება

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის 29 აგვისტოდან“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის 27 აგვისტოთი დათარიღებულ განკარგულებაში

ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 15 ივლისს, არჩილ ხაბაძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. 2013-2016 წლებში პატარაძეს ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა. მანამდე ზურაბ პატარაძე საქართველოს დიპლოამტიურ სამსახურებში თურქეთში და საბერძნეთში მუშაობდა.

პატარაძემ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობის დატოვები ან ერთი თვის შემდეგ მიიღო.