27 აგვისტო მსოფლიოს მეხსიერებაში – ფოტომატიანე

Sputnik

რით დაამახსოვრდა კაცობრიობას 27 აგვისტო, რა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები მოხდა ამ დღეს — იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომატიანე

1 / 11
1813 წელს ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრიელები, რუსები და პრუსიელები დრეზდენის ბრძოლაში
2 / 11
1828 წელს რუსებმა თურქები დაამარცხეს ახალციხის ბრძოლაში
3 / 11
1859 წელს ნავთობი აღმოაჩინეს ტიტუსვილში, პენსილვანია, რაც მსოფლიოში პირველი წარმატებული ნავთობჭაბურღილი გახდა
4 / 11
1876 წელს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო და დაანგრია სოფელი ხალდე, აჯანყებულ სვანთა სიმაგრე
5 / 11
1883 წელს კრაკატოას ვულკანი ამოიფრქვა ინდონეზიაში, ეს იყო ყველაზე მსხვერპლიანი ვულკანური მოვლენა თანამედროვე ეპოქაში
6 / 11
1939 წელს რეაქტიული თვითმფრინავის პირველი საცდელი ფრენა განხორციელდა გერმანული ექსპერიმენტული თვითმფრინავით ჰეინკელ ჰე-178
7 / 11
1952 წელს დასავლეთ გერმანიას, ისრაელსა და ლუქსემბრგს შორის საკომპენსაციო მოლარაკებები დასრულდა. გერმანია 3 მილიარდი მარკის გადახდაზე დათანხმდა
8 / 11
1991 წელს ევროპის საბჭომ ცნო ბალტიის ქვეყნების - ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას დამოუკიდებლობა
9 / 11
იმავე 1991 წელს მოლდოვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა
10 / 11
2010 წელს სიბუდუს მღვიმეში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისრის პირები, მშვილ­დ-ისრის 64 000 წლის წინანდელ გამოყენებაზე მიუთითებს
11 / 11
2011 წელს რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ აკურთხა რუსთავში ახლადაგებული სიონის ტაძარი