კასპში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

ურთიერთშელაპარაკების დროს კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა და ტყვია შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა
Sputnik

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში  ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დღეს, რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირებისას მოხდა. ურთიერთშელაპარაკების დროს კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა, ტყვია კი შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, როდესაც მამაკაცმა დაინახა, რომ მის მიერ ნასროლი ტყვია ბიძაშვილს მოხვდა, ამის შემდეგ თავზე იარაღი მიიბჯინა და თავი მოიკლა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).