ანარეკლი სარკეში ბიჭზე სწრაფად მოძრაობს

Sputnik

ამ საშიშმა ვიდეომ მილიონობით ადამიანი შეაშინა, რომლებიც როლიკის ავტორს სარკის სასწრაფოდ დამტვრევას და გადაგდებას ურჩევენ

ხუთწამიანმა ვიდეომ რამდენიმე დღეში 4 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა. მასზე ჩანს ბიჭუნა სარკის წინ, რომელიც საკუთარ ენას უყურებს, შემდეგ კი ტრიალდება და სარკეს შორდება. ზუსტად ამ მომენტმა შეაშფოთა ბავშვის დედა, რომელმაც ვიდეო მალევე ატვირთვა სოციალურ ქსელ Twitter-ში და დაურთო კომენტარი: "რაც უფრო მეტჯერ ვუყურებ, მით უფრო გიჟურად მეჩვენება მომხდარი".

ვიდეოს ნახვის შემდეგ, ნაწილმა ავტორს სარკის დამსხვრევა და გადაგდება ურჩია, ზოგმა მღვდლისთვის მოყოლა, ზოგმაც სახლის გაყიდვა. თუმცა პარალელურად კომენტარებს წერდნენ ისინი, ვისთვისაც მომხდარის ახსნა მარტივი მისახვედრი აღმოჩნდა. მათი თქმით, სარკის ხედვის კუთხემ განაპირობა ანარეკლის უცნაური მოძრაობა, რაც შემდეგ დღეს თავად ბავშვის დედამაც დაადასტურა.