ბათუმში აქციის მონაწილეებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოითხოვეს

ბათუმში გაიმართა აქცია, რომელიც საქართველოს მიერ აჭარის დაბრუნების 140 წლისთავს მიეძღვნა
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ბათუმში საქართველოს მიერ აჭარის დაბრუნების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ბათუმში საქართველოს მიერ აჭარის დაბრუნების 140 წლისთავს იზეიმებენ >>

2018 წლის 25 აგვისტოს, ზუსტად 140 წელი სრულდება 1877-1878 წლების რუსულ-თურქული ომის დასრულების დღიდან, რომლის შედეგადაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული ტერიტორია შეუერთდა რუსეთის იმპერიას და აჭარაში ოსმალეთის 300-წლიანი მმართველობა დასრულდა.

„ეს არის ნიშანდობლივი თარიღი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გულებში დარჩება. მაშინ ქართველებმა და რუსებმა გვერდიგვერდ იბრძოლეს და თურქები განდევნეს. და აჭარა XVI საუკუნის შემდეგ კვლავ საქართველოს შეუერთდა“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორმა თეიმურაზ სამნიძემ.

Участники акции в Батуми

მან ასევე განაცხადა, რომ ისინი აყენებენ მოთხოვნას — აღდგეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები.

„დღეს აქ ჩამოვიდნენ დელეგაციები თელავიდან, ლაგოდეხიდან, ჭიათურიდან, გორიდან, თბილისიდან, საჩხერიდან. და ისინი ყველანი უერთდებიან ჩვენს მთავარ ლოზუნგს — მოვითხოვთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის ფედერაციასთან“, — ხაზგასმით აღნიშნა სამნიძემ.

Участник акции в Батуми

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. „ქართულო ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ძალაუფლებაში 2012 წელს გამართული არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს, თუმცა არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. იმ დროიდან ორ ქვეყანას შორის აქტიურად ვითარდება სავაჭრო, კულტურული და სოციალური კონტაქტები.