თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კავკასიონის მთებში, მწვერვალ იალბუზზე 67 წლის ალპინისტი ქალის ნეშტი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ქალბატონი სავარაუდოდ ზვავის ჩამოწოლის დროს 31 წლის წინ დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ოთხი ათასი მეტრის სიმაღლეზე ტურისტების ჯგუფმა იპოვა.
დაღუპულის ქურთუკის ჯიბეში პასპორტი იდო. ქალბატონის სახელი ელენა ბაზიკინაა, ის ლენინგრადში ცხოვრობდა.
31 წლის წინ, 1987 წელს, რეგიონში, სადაც ცხედარი იპოვეს, ზვავის ქვეშ შვიდი ალპინისტი მოჰყვა, თუმცა ელენა ბაზიკინა ერთადერთია, რომელიც ამ ჯგუფიდან იპოვეს.