ბათუმში ტყვია-წამალი და ჭურვები იპოვეს: ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ

ექსპერტ-კრიმინალისტები მიიჩნევენ, რომ ტყვია-წამალი ვადაგასულია და საფრთხეს არ წარმოადგენს
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ბათუმში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში შემოვლითი გზის მშენებლობისას დასაქმებულმა პერსონალმა გათხრების დროს საბრძოლო მასალასა და ჭურვები აღმოაჩინეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შეტყობინება დანაღმვაზე: პოლიცია 9 ბიზნესცენტრს ამოწმებს

აღნიშნული ფაქტის გამო მუშაობა დროებით შეწყდა. ყუმბარები ტრაქტორისტმა გუშინ საღამოს იპოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე წლების წინ რუსული სამხედრო ბაზა ფუნქციონირებდა და ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ბაზის კუთვნილება იყო აღმოჩენილი საბრძოლო მასალა. პირველადი მონაცემებით, საბრძოლო მასალა ვადაგასულია და საშიშროებას არ წარმოადგენს.

ამ დროისთვის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და ტერიტორია ლენტით არის შემოსაზღვრული, მიმდებარე ტერიტორიაზე კი სამუშაოები გრძელდება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვას გულისხმობს.