მაშველებმა უშბაზე ნაპოვნი ცხედრები ჩამოასვენეს

გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. მწვერვალ უშბიდან მაშველებმა ორი დაუდგენელი პიროვნების ცხედარი ჩამოასვენეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შეტყობინება მწვერვალ უშბაზე აღმოჩენილი ორი ცხედრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 23 აგვისტოს შევიდა. სამსახურის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მთაში დაკარგული ან ჩარჩენილი პიროვნებების შესახებ შეტყობინება არ შესულა, შესაბამისად, მთაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

ცხედრები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოასვენეს.