მაშველებმა ურეკში რუსი ტურისტები დახრჩობას გადაარჩინეს

ტურისტები ზღვიდან ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დაბა ურეკში ზღვაში შესული რუსეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

53 და 42 წლის ქალები ზღვიდან ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ამ დროისთვის ტურისტები უსაფრთხო ადგილზე არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.